სტატისტიკა
13 August 2013
❄❄❄
ესე ამბავი კეთილი,
ზღაპარია თუ ნამდვილი
ცხენი სრიალებს დაფაზე,
გარშემო არის ვარსკვლავი
ყოვლის შემოქმედს მობეზრდა
მკვდარი ხის ნაჭრით თამაში
მან მოინდომა ენახა
ნამდვილი არსის ამბავი
პირველად იყო კოსმოსში სიტყვა
შემქმნელმა შექმნა მოკვდავთა მიწა
ბოროტ ანგელოზს აჩუქა ბედი
შთამომავლობის, ადამ და ევის;
უმორჩილებელ სკაში მცხოვრებლებს
არგუნა წარღვნა - სტიქია წყლისა
გაანადგურა ღმერთის მგმობელნი
სოდომ-გომორში და ბაბილონსა;
ღმერთმა ამოწმა თვისი შვილები,
გამოცდას უწყობს შვილით მოსაკლავს;
ისრაელების მამა მთავარი
გადურჩა სიკვდილს, ღმერთის განგებას;
მამის ბოლო ძე იმ თორმეტთაგან
ფარაონად არს ის წოდებული,
გადაარჩინა ხალხი კეთილი,
შვიდ საუკუნედ იქცა შვიდწლედი;
ტამპლიერობას რწმუნობს მასონი
ხალხს იმორჩილებს წაიყვანს თან გზად
თავისუფლებას აჩუქებს მონებს
და ზღვას გაუყობს ორ დიდ ნაწილად;
ახალი რასა აღთქმულ მიწაზე
მათ ქვეყანაში იშვა მესია
შრომას შეუდგა ახალი აღთქმა
და ელოდება მეორედ მოსვლას;
ფრანგმა მჭვრეტელმა ჭვრიტა დროება,
ასტროლოგებმა დათქვეს თარიღი
მერვე მოვლენამ, იისფერ რასამ
დრონი ამტკიცა უსასრულობის;
ქრისტეს შობამდე ორიათას წელს
მომკვდარა თურმე ვინმე ლაზარე
ქრისტეს შობიდან ორიათას წელს
ოცდამეერთეს აღებს ლაზარე...
ლოკაცია:
Tbilisi, Georgia
18 July 2013
მუზა
ადრეულ ასაკში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არქიტექტორის ხედვა მქონდა; გეომეტრიულ ფიგურებს ადვილად ვიმახსოვრებდი, მაგრამ სახელები მერეოდა ერთმანეთში, გონებით მონახაზებს ვაკეთებდი და ისე ვცემდი ალგებრის საგანს პასუხს მაგრამ ტაბულა სულ მეშლება დღემდე.
მე ვცხოვრობ საქართველოში, კერძოდ თბილისში. მოსკოვის გამზირის 3-მე კორპუსში. კომუნისტების დროს ჩვენს უბანს უწოდებდნენ პრიზივნიკებს - ანუ სამხედრო გამწვევ პუნქტს. იქვე ახლოს იყო წარმოება ცხიმკომბინატი!
ცხიმკომბინატის საწარმოს დახურვის შემდეგ იქ ხშირად დავდიოდი უბნის ბიჭებთან ერთათ. ერთხელ ერთ-ერთ საყრდენ ბოძზე შევნიშნე ვარდისფერი პასტელით დახაზული ფიგურა, რომელიც ჩემთვის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა...
ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე გადავდიოდი იმ ძველ საწარმოში ჩუმად რომ შემესწავლა ეს შედევრი მაგრამ სულ მეშლებოდა.
როგორც იქნა, ძლივსძლიობით მესამე კვირას მივაგენი ამ მონახაზის სამ მთავარ მიზეზს; ესენი იყო:
45, 90 და 180 გრადუსი. იმ დღის შემდეგ იმ ნახაზს წამებში ვხაზავდი და მოვინდომე, რომ ერთმანეთზე დამეწო ესეთი ნამდვილი ფიგურები, რისი შესაძლებლობაც მომცა ერთმა ჩვეულებრივმა უჯრებიანმა ფურცელმა.
Subscribe to:
Comments (Atom)



