სტატისტიკა

Showing posts with label 🏆. Show all posts
Showing posts with label 🏆. Show all posts

27 June 2008

სიგელი


არქეო მტვერო, არქეო მიწავ,
შეგისუნთქავ და გადაგთხრი ვფიცავ
შესრულდეს უნდა წმინდათა ვალი -
აწმყოს შემორჩეს წასრსულის კვალი!

წინაპართ სულის ტკბილო ჰანგებო
კერამიკულო არტეფაქტებო,
დაგეძებ მზეში, წვიმა-ტალახში,
ნამოსახლარში, ყორღან-სამარხში!

გიპოვნი, ფრთხილად გაპრეპარირებ,
ამოგთხრი, გაგწმენდ, გარესტავრირებ.
თავის ქალაო, ჟამთა ზვარაკო,
მოდი კაცურად გელაპარაკო!

რაის ცოდვაა ჩემო იმანო
სუფთა ჰაერზე ამოგიყვანო!?
მიწად ქცეულო ძველო ნაშალო,
ნუთუ არ გინდა ფეხი გაშალო?

ფუნჯზე მკიდია პეტრე და პავლე,
თუ გინდ მეძახონ მე მესაფლავე,
თუნდ დამიხურონ კარი სამოთხის,
ჯოჯოხეთს ჩავალ? იქაც ამოვთხრი!!!