სტატისტიკა

18 July 2013

მუზა

   ადრეულ ასაკში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არქიტექტორის ხედვა მქონდა; გეომეტრიულ ფიგურებს ადვილად ვიმახსოვრებდი, მაგრამ სახელები მერეოდა ერთმანეთში, გონებით მონახაზებს ვაკეთებდი და ისე ვცემდი ალგებრის საგანს პასუხს მაგრამ ტაბულა სულ მეშლება დღემდე.
      მე ვცხოვრობ საქართველოში, კერძოდ თბილისში. მოსკოვის გამზირის 3-მე კორპუსში. კომუნისტების დროს ჩვენს უბანს უწოდებდნენ პრიზივნიკებს - ანუ სამხედრო გამწვევ პუნქტს. იქვე ახლოს იყო წარმოება ცხიმკომბინატი!
      ცხიმკომბინატის საწარმოს დახურვის შემდეგ იქ ხშირად დავდიოდი უბნის ბიჭებთან ერთათ. ერთხელ ერთ-ერთ საყრდენ ბოძზე შევნიშნე ვარდისფერი პასტელით დახაზული ფიგურა, რომელიც ჩემთვის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა...


      ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე გადავდიოდი იმ ძველ საწარმოში ჩუმად რომ შემესწავლა ეს შედევრი მაგრამ სულ მეშლებოდა.
      როგორც იქნა, ძლივსძლიობით მესამე კვირას მივაგენი ამ მონახაზის სამ მთავარ მიზეზს; ესენი იყო:

45, 90 და 180 გრადუსი. იმ დღის შემდეგ იმ ნახაზს წამებში ვხაზავდი და მოვინდომე, რომ ერთმანეთზე დამეწო ესეთი ნამდვილი ფიგურები, რისი შესაძლებლობაც მომცა ერთმა ჩვეულებრივმა უჯრებიანმა ფურცელმა.

      იმ დღის შემდეგ ჩემი მეგობრები გახდნენ ეს სამი გეომეტრიული გრადუსილი მაჩვენებლები!