სტატისტიკა

Showing posts with label 📝. Show all posts
Showing posts with label 📝. Show all posts

01 October 2022

***

 დავიარები ისევ მარტოდენ

მიუხედავად ბევრნი არიან,

მიუხედავად გვერდში მიდგანან

გრძელ ბეწვის ხიდზე მარტო დავდივარ;


საინტერესო არის გარემო,

ბურუსი ჩემი მეგობარია,

ფორმებს ვაკეთებ ძაღლის და კურდღლის

და არხეინად გზა მიხარია;


ხან საშიშია ქვევით ჩახედვა,

ხან სიამაყე მაყურებინებს,

ხან სევდიანად ვუყურებ ყველას;

მინდა შევეხო მაგრამ, დამანგრევს;


ეს გზა ჩემია, ის მე ვიპოვნე,

სხვა სულიერი თვალით ვერ ამჩნევს,

თუ მივუთითებ ვერ აღიქვამენ

და თუ ვიარე მარტოს მხედავენ;


მარტო არა ვარ დაბინდულ გზაზე,

ბინდში ფორმები მესალმებიან,

მეგებებიან, მათ ვენატრები,

მათი არსობის დასტური მე ვარ;


გამოვიყვანე, გამოვაცოცხლე,

სული შთავბერე, ვანხორციელე,

ვადემონსტრირე, გავაფერადე,

გამოძერწილი ყველას ვანახე;


აღტაცებული უმზერდა ყველა,

თითქოს თვითება თავად ჰქონოდა,

მის გვერდით დგომით ვამახინჯებდი

ამიტომ შორით ტკბობა დამჩემდა;


ახლაც ასე ვთხზავ, გადმოვცემ ნანახს,

შევამკობ, დავხვეწ, დავდგამ ლამაზად;

ისევ შორს, ჩრდილით შევიმოსები,

ისევ ჩრდილების სპეკტაკლებს დავდგამ...

10 August 2019

❄❄❄

მეშინოდა, რომ მიყვარდებოდი,
მეშინია, რომ გითხრა მიყვარხარ,
მეშინია, რომ შენც შეშინდები,
მეშინია, რომ ჩემგან შორს წახვალ;

დიდი ხანია, რომ ვივიწყებდი,
დიდი ხანია მავიწყდებოდა,
დიდი ხანია, რომ არსად მითქვამს,
მე შენ მიყვარხარ, ან მსგავსი სიტყვა;

ახლა გამოვტყდი საკუთარ თავთან,
მსურს, რომ გამოვტყდე ახლავე სრულად,
მინდა გაგანდო, გაგიზიარო,
გულის ნადები, რომ გითხრა ჩუმად;

ჩურჩულით მინდა გითხრა - მიყვარხარ,
ჩურჩულით მინდა მითხრა ასევე,
ეს, ჩუმი ზრახვა, მხოლოდ შენია,
პასუხად მინდა მხოლოდ იგივე;

დიდი ხანია არ მიწერია,
აქამდე არ მყავდა ადრესატი,
ბოლოს გიპოვნე, მე შენ გიპოვნე,
და ამ წერილით სიყვარულს გიხსნი...

09 January 2018

53/45-11627-429/219/21/27/219



ანბანი

Aa
Bb
Cc
Dd
Ee
Ff
Gg
Hh
Ii
Jj
Kk
Ll
Mm

Nn
Oo
Pp
Qq
Rr
Ss
Tt
Uu
Vv
Ww
Xx
Yy
Zz

1
2
3
4
5
6
7
8
9
0

.
,
?
!
:
"
'
=
მორზე

.-
-...
-.-.
-..
.
..-.
--.
....
..
.---
-.-
.-..
--

-.
---
.--.
--.-
.-.
...
-
..-
...-
.--
-..-
-.--
--..

.----
..---
...--
....-
.....
-....
--...
---..
----.
-----

.-.-.-
--..--
..--..
..--.
---...
.--..--.
.---.
-...-
კოდი

1011
11010101
110101101
110101
1
10101101
1101101
1010101
101
1011011011
1101011
10110101
11011

1101
11011011
101101101
1101101011
101101
10101
11
101011
10101011
1011011
110101011
1101011011
110110101

1011011011011
101011011011
10101011011
1010101011
101010101
1101010101
11011010101
110110110101
1101101101101
11011011011011

10110101101011
110110101011011
1010110110101
10101101101
11011011010101
1011011010101101101
101101101101
11010101011
რიცხვი

11
213
429
53
1
173
109
85
5
731
107
181
27

13
219
365
875
45
21
3
43
171
91
427
859
437

5851
2279
1371
683
341
853
1749
3509
7021
14043

11627
27995
5557
1389
14037
374125
2925
1707

429•43•213•1-110101101001010110011010101001

131071-11111111111111111
129025-11111100000000001
127993-11111001111111001
125941-11110101111110101
121837-11101101111101101
113629-11011101111011101
065595-10000000000111011
094135-10110111110110111
090031-10101111110101111
081823-10011111110011111
098239-10111111110111111
065599-10000000000111111
131071-11111111111111111

16 February 2016

❄❄❄

ისევ ნაცრისფერ ფონს ჰქმნიდა მთვარე,
ისევ იდუმალ ნიავს ამცნო სათქმელი ჩუმად
ისევ ყრუ ტკივილს ქმნიდა ნეკნებში
ისევ ზუზუნით მიაპყრობდა ყურის ბარაბნებს

დილის ალიონს მიესალმა მთვარე მზის სხივებს
ხუთმა საათმა ასე გაძლო, ასე გასტანა
ორი პირქუში, მედიდური მეტოქის მზერამ
დრო გააჩერა, ირგვლივ აღძრა ინტრიგა მძაფრად

ამ დროს სიოა აზარტში შესული
სეკუნდანტობა დაუგეგმავს ისტორიული
ალმების ფრიალს დაემსგავს ბეხრეწი ნაძვი
მტვერის მოფანტვით ისევ შექმნა ახალი დარდი

აქვე ახლოს დანავარდობს თეთრი მერანი
თავი ჰგონია ისევ ლაღი, ისევ ცოცხალი
თითქოს მიწა ინძრა ძალზედ მალულად
ჭიანჭველების დედოფალი დათბილებულა

15 February 2016

❄❄❄

ნისლიან ღამეს მთვარემ მომითხრო,
ფოთლის შრიალით მებაასება,
ხე ტოტებს იმტვრევს, რითმებს აღმიძრავს,
უცხო პიესა მუზად მაწვება;

სუსხის მაგივრად ვიგრძნობ შეხებას,
ვცდილობ გავიცნო საფლავის მიწა,
თოტზე კაცია, თავი ყულფში აქვს,
გარემო გრგვინავს, ნესტის სუნია;

აბორგებულა დრო სტიქიონში,
თითქოს იღვიძებს, მაგრამ ჯერ ვერა,
გარმოს კაწრავს, ძილბურანშია,
ისე აჟრჟოლებს როგორც ცას ელვა;

გული ულბება, ისევ ხურდება,
მალე აღსდგება ფენიქსის სახით,
ახლიდან შექმნის მძლავ დინასტიას,
და მას იდუმალს, მე გავეცნობი...

14 July 2015

რაღაც-პათია

მე დავიკარგე ჩემს სტრიქონებში
ფსიქო-პათიას ვამჩნევ თვით სტროფებს
თითქოს ვმოქმედებ სურიალიზმში
სახე ეცლებათ თითქოს ჩემს მუზებს

გვირაბის ბოლოს სინათლე თვალს მჭრის
ჩემით გარდატეხს ფერებს შვიდ ფერად
სალვადორ დალი მუხლებზე არის
ბოდიშს იხდიდა ქრისტეს ჯვარცმასთან

პეიზაჟები ათასფერადი
კივილს შაკიკმა თავი ატკინა
და მონალიზამ ამ ცხელ ზაფხულში
ლუვრის კედლებში ყოფნა არჩია

მესა ბოლო ხმით ჩამესმის ყურში
ვგრძნობ, რომ საკუთარ პანაშვიდზე ვარ
კედლის საათში გუგული ბარტყობს
და სი ბემოლის სწავლა სწადია

კედლები დგანან მეფურ დუმილით
თან სანთელივით იღვენთებიან
ჭერი ქოლგას ჰგავს კოპლებიანი
მასზე გაისმის წვიმის წვეთის ხმა

ჩემმა სამყარომ სიმკვრივე იწყო
ჰაერში შიშვლად სერფინგით ვცურავ
მე ხელთ მეწიფა ყოველის მართვა
და გიანდერძებთ ჩემს მოქმედებას:

ცანო ცათანო და მისათვალნო
მიწაზე მხეცნო, ცაში ფრინველნო
მიწაში მატლნო, ზღვაში კი თევზნო
ცაში ვარსკვლავნო, მის გარეთ მტვერო

გიტოვებთ ცოდნას რომელსაც ვბოდავ
დაბრმავებული ვტოვებ ნაოფლარს
მიხედეთ ხალხებს რომელნიც ცოდავს
ჭკუა ასწავლეთ მეწყერით, ზვავით

გაუნადგურეთ პური, ხორბალი
გადაიტანეთ ბაქტერიები
აპოკალიფსის ოთხმა მხედარმა
შემოგვითვალა ჩვენთან სტუმრობა

23 December 2014

ავტო პორტრეტი

მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას,
ვერავინ მამჩნევს, ვინც ახლოს მიდგას,
მხოლოდ შორიდან მაქებენ მწვერვალს-
გრანდიოზულად მახინჯ არსებას;

ქვაბულის ბოღმის ცივ ტალახებთან
ბევრი ფრინველის ლეშს ვმალავ ჩუმად,
ლეშის მატლებით გულ მოწამლული.
სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მინდა;

როგორ სპეტაკად ჩაუსვიათ ლახვარი ჩემში
ხან არქეოლოგს, ხანაც კლდის მცოცავს;
როგორ სისხლიან ოფლს ღვრიან ჩემში
და გაუწმენდავს მიტოვებენ მე ჩემს შინაგანს;

მე ვარ ზღვის პირას არსებული კლდე მარტო სული,
რომლის ზედაპირს ამშვენიდეს მწვანე მინდორი,
რომლის შიგნიდან ნეშომპალით გამოტენილი
ისევ და ისევ ახალ სტუმარს მომიყვანს დრონი;

ზოგი მთა არის, რომ ვერ იპყრობენ,
ზოგიც პატარა, მწვანე ბორცვია,
მხოლოდ მე დავრჩი, უძლური მონა,
არემარესთან ჯაჭვი მაბია;

ხან ჩიტი მინდა ვყოფილიყავი-
დიდი სისწრაფით დავეცე მიწას,
ხანაც მგოსანი, ზღვის მუსიკაზე,
ტალღის რიტმზე რომ მემღერა ცოტა;

როდესაც ზღვიდან დაინახავთ კლდეში დიდ ქვაბულს,
როცა მოგინდეთ მასში შესვლა, მაგრამ ვერ ბედავთ,
წერაქვით ნუ სთხრით მისადგომელს ქვაბულისათვის,
რომ საძირკველმა არ დაგფაროდ ან არ დაგმარხოთ;

მე ვარ პოეტი, გარემოს ავღწერ,
კლდის წვერის ღრმულში დავიდე ბინა,
მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას,
ვერავინ მამჩნევს, ვინც ახლოს მიდგას...

05 November 2014

მეთერთმეტე მხეცი წრიდან


მე ვარ ალფა, და მე ვარ ომეგა
მე მეთერთმეტე მხეცი ვარ წრიდან
ხელში მიბრყრია პრომეთეს ცოდნა
მე დევკალიონს რომ დამაბარა

ბევრ ოფლებს ვღვრიდი, ყოველ დღე მისვლით
ჭრილობებს ვბანდი, რომ მოეყოლა,
რომ თქვენ მოკვდავნო, ზნე დაცემულნო
კარგი ამბები, რომ მომეყოლა

მაგრამ არ ისმენთ ჭკვიანის სიტყვას
მხოლოდ მათ უსმენთ ვინც რეგვენია
მხოლოდ ის მოგწონთ როცა ზარმაცობთ
თავზე, რომ იმხობთ ალკოჰოლიას

ყველას მოუნდა ცენტურად ჯდომა
გახრწნილი სულის განსადიდებლად
ყველას მოუნდა ლანძრვა, გინება
რომ თქვენში ბუდობს შავი დიდება

უჭკუო ჯარო, უმეცარებო
უნამუსოდ, რომ გამხდარხართ ტურა
უფრო მშიშრები, მხდალზე მხდალებო
თქვე ქვეშაფსია არამზადებო

06 July 2014

შეპირებული ტექსტი

უგულავა
ვინ__იქნება____ჩემს შემდგომად__მართლა არ ვი__ცი
0____ქალაქის__გასაღები________ჩაბარდება_____ვის?

ნარმანია
0_ნაცების____მოძრაობამ____რაგაგვიკე______თა
0_ცხრა წელი__ფანტანებს და_ასფალტს გვაჭმევ_და
0_ტურების___მელიების____არ გვეშინი______ა
0_მეგობრებო_მეგობრებო___თქვენი__ვარ____აუმ_თქვენი_ვარ

მელია
0_ცხრა წლის წინ_მე არ ვჩანდი_ახლა მოვე____დი
0_სიახლეებს____მარტო მე ვერ_გავუმკლავდე_ბი
0_შანსი თი_____მომეცება_____თქვენ ამას ნა__ხავთ
0_ნაცებზე______კარგს იტყვით_მთლიანად_აუმ_მთლიანად

ნარმანია
0_ხომ ნახეთ__შალვასთან რომ_თბილსი ვი_ცი
0_ეს მართლა_ გამაჩნია_ _____მე თბილისუ_რი
0_მელია_____თბილისელი___ნაღდად არ არ_ის
0_ხომხედავთ_ვინცავარ______რაცა ვარ_აუმ_ესა ვარ

30 May 2014

სამაგიდო თამაში - "საქართველო ბიზნესის წესებით"

      ბავშვობაში მქონდა ნათამაშები სამაგიდო თამაში "მაფია" (შემადგენლობა 3 კაცი). ახლოწარსულში ვითამაშე "ბიზნესი" (მაქსიმალური შემადგენლობა 6 კაცი ). ვიპოვე OdnoKlassniki.ru-ზე მსგავსი ტიპის თამაში "მონიპოლია". უსაყვარლესი სამაგიდო თამაშია ეს და ბევრჯერ ამ თამაშის გამო გადაბმულად 3 დღე არ მძინებია. მაგრამ ყოველთვის მეცოტავებოდა როგორც შესაძენი კომპანიების რაოდენობა ისე მოთამაშეთა. თან სულ მინდოდა, რომ არა 1 (ერთი) ან 2 (ორი) კამათლით მეთამაშა არამედ 5 (ხუთი) კამათლით. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემომეღო ისეთივე ტექნიკის მქონე ახალი სამაგიდო თამაში, სადაც ზედმეტი კაცი არ იქნებოდა, და როგორც ბიზნესში ისეთივე მოლაპარაკებები გაიმართებოდა როგორც კომპანიის ხელმძღვანელებთან ასევე ბანკის ინიციატივები კრედიტებთან. ერთხლ როდესაც შემთვევით შევიკრიბეთ ბევრნი გადავწყვიტეთ გვეთქამაშა ზემოთ აღნიშნული თამაში "ბიზნესი" (მაქსიმალური შემადგენლობა 6 კაცი ). მე ბანკირს წარმოვადგენდი. მოგეხსენებათ ჩემი ფსიქოლოგიური დახასიათება (ბიზნესის სამყარო ჩემთვის საკუთარი სახლივითაა).
ამიტომ შემოვიღე ახალი სტრატეგია რომელმაც გაამართლა.
      თუ ვინმეს აკლდებოდა თანხა ვთავაზობდი, რომ მივცემდი გარკვეულ თანხას,თუ მაგალითად 2 (ორი) წრის შემდეგ დამიბრუნებდსა 120% (ასოცი პროცენტი) ძალიან ვიხალისეთ იმ დღეს. საღამოს 19 (ცხრამეტი) საათიდან ღამის 2 (ორი) საათამდე ინტერესით, ინტრიგები, ქრთამებით, დაშანტაჟებით და გამოძალვებით თავი მეგონა ისეთი სამსახურის უფროსი, რომელსაც ვერასოდეს მივაღწევ ჩემი უდიპლომობით.
      გადავწყვიტე, რომ შემექმნა სატელევიზიო პროექტი, სადაც არა მხოლოდ ცნობილი სახეები მიიღებდნენ მონაწილეობას, არამედ ყველას ვისაც სურვილი ექნებოდა.
მსგავსი ტიპის გადაცემები:
ფულთან თამაში,
ვის უნდა 20,000.00 (ოციათასი),
ვის უნდა 50,000.00 (ორმოცდაათიათასი),
ვა ბანკი,
იღბლიანი ბორბალი,
ლოტო,
და მრავლი სხვა...

სამაგიდო თამაში - "საქართველო ბიზნესის წესებით"

წესები მონაწილეობის მისაღებად:
1) უფლება აქვს ყველას 18 (თვრამეტი) წლის ზემოთ.
2) ყველა მონაწილე თამაშობს თავის სურვილით.
3) ყველა მოთამაშე დებს რეალურ თანაბარ თანხას

წესები რიგის დაცვისთვის:
1) ყველა მოთამაშეს ეძლევა კამათელი და აგორებს, რათა დადგინდეს მისი რიგი მაგიდაზე.
მაგალითად 5 (ხუთი) გაგორებიდან გაგორდა:
ა 1 (ერთი)
ბ 3 (სამი)
გ 4 (ოთხი)
დ 4 (ოთხი)
ე 6 (ექვსი)

2) რიგი დალაგდება შემდეგნაირად:
1) ე.
2) & 3)-ში ადგილის გასარკვევად ცალკე ითამაშებენ დ და გ მაღალი რიცხვი მეორეა, დაბალი მესამე.
4) ბ.
5) ა

წესები ფულის მოსაგებად:
1) მოთამაშენი გადაწყვეტენ თუ რა უნდა იყოს საერთო თანხა.
2) იქნება შემოთავაზებული ვარიანტები:
5.00ლ-10.00ლ;
10.00ლ-20.00ლ;
20.00ლ-50.00ლ;
50.00ლ-100.00ლ;
100.00ლ-200.00ლ;
200.00ლ-500.00ლ;
500.00ლ-1,000.00ლ
და 1,000.00ლ. (VIP მაგიდა)
თითოეულ შემოთავაზებულ თანხას ექნება სხვადასხვა ფასები, სხვადასხვა ოდენობისპროცენტები და ასე შემდეგ...
3) მოთამაშეთა მიზანია, რომ მოაგროვონ მეტი თანხა.
ა) თითოეული უნდა ეცადოს საერთო ანგარიშს შემატონ ბანკიდან მონაგები ფულით.
ბ) გააკტრონ სხვა მოთამაშე (დაატოვებინონ მაგიდა).
გ) ეცადოს თითოეული მოთამეშე, რომ დაარღვიოს ბანკის წესები

წესები დიპლომატიაში:
1) არ არსებობს შავისია მოთამაშეთათვის.
2) მონაწილეებს ჰყავთ დამატებითი მოთამაშე "მაფია"
3) მოთამაშეებმა თავი უნდა მოაწონოს "მაფია"-ს რადგან, "მაფია" განაგებს ბანკის აქციების 50%. (ორმოცდაათი პროცენტი)

მაგიდაზე თანხის განაწილების წესები:
მაგიდაზე ყოველთვის საერთო თანხის 200% (ორასისი პროცენტი) დევს საერთო თანხის ჩათვლით:
თანხის ჯამი 4/4
1) 1/2 თანაბრად განაწილებული თითოეულ მოთამაშეზე
2) 1/4 ბანკში
3) 1/4 "მაფია"

(VIP მაგიდა)
      (VIP მაგიდა)-ს თამაშის შემთხვევაში, მონაწილეები თამაშობენ გაერთიანებულები ბანკის წინააღმდეგ, სადაც შემოდის დამატებითი მოთამაშე (სამართალ დამცავი).
ამ მაგიდაზე არსებული კომპანიების გარდა მოთამაშეს შეუძლია შექმნას თვითონ კომპანია და აწარმოოს რაც სურს სურვილისამებრ. პროდუქციის საბაზრო ფასი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არსებული ფასის ან მასზე დაბალი. წინაახმდეგ შემთხვევაში (სამართალ დამცავი) დააკისრებს ჯარიმას მოთამაშეს. არსებული თანხის 20% (ოცი პროცენტი). მოთამაშე, რომელიც შექმნის კომპანიას და მისცემს მას კონკრეტულ პროფილს ვერ შეცვლის კომპანიის მიმართულებას რათა ეს ჩაითვლება ბულის გათეთრება. თუ მოთამაშეს სურს, საკუთარი კუთვნილი კომპანიის გაყიდვა ამაში ის იხდის იმ თანხის 5% (ხუთი პროცენტი) ბანკში და 5% (ხუთი პროცენტი) (სამართალ დამცავი)-ში რა თანხადაც უნდა გაყიდოს საკუთარი კომპანია.თუ მოთამაშემ შენიშნა, რომ რომელიმე სხვა მოთამაშე იტყუება უნდა მიმართოს, (სამართალ დამცავი)-ს, რის შედეგადაც დაჯილდოვდება 10 (ათი) ლარით.
ცრუ განგაშის შემთხვევაში დაჯარიმდება 10 (ათი) ლარით.

მაგიდაზე თანხის განაწილების წესები: (VIP მაგიდა)
მაგიდაზე ყოველთვის საერთო თანხის 500% (ხუთასი პროცენტი) დევს საერთო თანხის ჩათვლით:
5/5
1) 1/5 თანაბრად განაწილებული თითოეულ მოთამაშეზე;
2) 1/5 ბანკი;
3) 1/5 "მაფია";
4) 1/5 (სამართალ დამცავი);
5) 1/5 ბიუჯეტი, საიდანაც გაიცემა ჯილდო..