სტატისტიკა

14 July 2015

რაღაც-პათია

მე დავიკარგე ჩემს სტრიქონებში
ფსიქო-პათიას ვამჩნევ თვით სტროფებს
თითქოს ვმოქმედებ სურიალიზმში
სახე ეცლებათ თითქოს ჩემს მუზებს

გვირაბის ბოლოს სინათლე თვალს მჭრის
ჩემით გარდატეხს ფერებს შვიდ ფერად
სალვადორ დალი მუხლებზე არის
ბოდიშს იხდიდა ქრისტეს ჯვარცმასთან

პეიზაჟები ათასფერადი
კივილს შაკიკმა თავი ატკინა
და მონალიზამ ამ ცხელ ზაფხულში
ლუვრის კედლებში ყოფნა არჩია

მესა ბოლო ხმით ჩამესმის ყურში
ვგრძნობ, რომ საკუთარ პანაშვიდზე ვარ
კედლის საათში გუგული ბარტყობს
და სი ბემოლის სწავლა სწადია

კედლები დგანან მეფურ დუმილით
თან სანთელივით იღვენთებიან
ჭერი ქოლგას ჰგავს კოპლებიანი
მასზე გაისმის წვიმის წვეთის ხმა

ჩემმა სამყარომ სიმკვრივე იწყო
ჰაერში შიშვლად სერფინგით ვცურავ
მე ხელთ მეწიფა ყოველის მართვა
და გიანდერძებთ ჩემს მოქმედებას:

ცანო ცათანო და მისათვალნო
მიწაზე მხეცნო, ცაში ფრინველნო
მიწაში მატლნო, ზღვაში კი თევზნო
ცაში ვარსკვლავნო, მის გარეთ მტვერო

გიტოვებთ ცოდნას რომელსაც ვბოდავ
დაბრმავებული ვტოვებ ნაოფლარს
მიხედეთ ხალხებს რომელნიც ცოდავს
ჭკუა ასწავლეთ მეწყერით, ზვავით

გაუნადგურეთ პური, ხორბალი
გადაიტანეთ ბაქტერიები
აპოკალიფსის ოთხმა მხედარმა
შემოგვითვალა ჩვენთან სტუმრობა

No comments:

Post a Comment

დაელოდეთ დადასტურებას!