სტატისტიკა

Showing posts with label 📚. Show all posts
Showing posts with label 📚. Show all posts

08 March 2010

აპოლონს მიღმა - Ada Cardella


ჩემი პოემის გმირი ამ დროისთვის ძალიან მომწონდა ერთი გოგო, იყო 8 მარტი, ქალთა დღე, მოგეხსენებათ ლექსებს ვწერ და გადავწყვიტე, რომ მიმეძღვნა ლექსი. ჩემი ნოუთბუქს არ ვენდობოდი, რადგანაც შეიძლებოდა გადამწვარიყო, ან Windows-ის გადაყენების შემდეგ ფაილები წაშლილიყო, და ამიტომ ვსარგებლობდი სოციალური ქსელით, სადაც ორი პროფილით ვიყავი დარეგისტრირებული თამაშში ქულების ასაღებათ და მუდმივად ერთი პროფილიდან მეორეზე ვაგზავნიდი შავ ჩანაწერს. გამუდმებით ვუსმენ კლასიკას, კერძოთ კი ოპერას, YouTubeზე ჩემი ფავორიტი პროფილი Ada Cardella არის დემდე და მის გვერდზე ვარ მუდმივათ. როდესაც უნდა დამეწყო ლექსის წერა, სოციალურ ქსელში დავინახე დამუშავებული სურათი ლექსის სახით. რომლის სიმბოლომაც მომხიბლა და ამის გამო გადავწყვიტე, რომ წამეკითხა ეს ლექსი. ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო როდესაც საუბრობს ადამიანი რას ფიქრობს ის იმ მომენტში და ამიჩუყდა გული როდესაც ლექსი წავიკითხე... ამავ დროულად ჩემი ჩართლი კლასიკური მუსიკა: კათოლიკური სამგლოვიარო მარში - მესა, მოცარტის რექვიემის მეორე ნაწილი რომელიც დო მინორშია შესრულებული მომცა მუზა რომ შეიძლება ადამიანი, რომელსაც უკვდავების შესაძლებლობა აქვს დაიტანჯა იმით, რომ გარშემო ყველა მოკვდავი მეგობრის სიკვდილს უყურებს. პერსონაჟი მამრობითი სქესი უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტე, რომ Ada Cardella-ის სრული სახელი და გვარი მის გვარად წარმომედგინა და დავარქვი ჩემ პერსონაჟს მორგან ადაკარდელა!