სტატისტიკა

Showing posts with label 📜. Show all posts
Showing posts with label 📜. Show all posts

10 August 2019

❄❄❄

მეშინოდა, რომ მიყვარდებოდი,
მეშინია, რომ გითხრა მიყვარხარ,
მეშინია, რომ შენც შეშინდები,
მეშინია, რომ ჩემგან შორს წახვალ;

დიდი ხანია, რომ ვივიწყებდი,
დიდი ხანია მავიწყდებოდა,
დიდი ხანია, რომ არსად მითქვამს,
მე შენ მიყვარხარ, ან მსგავსი სიტყვა;

ახლა გამოვტყდი საკუთარ თავთან,
მსურს, რომ გამოვტყდე ახლავე სრულად,
მინდა გაგანდო, გაგიზიარო,
გულის ნადები, რომ გითხრა ჩუმად;

ჩურჩულით მინდა გითხრა - მიყვარხარ,
ჩურჩულით მინდა მითხრა ასევე,
ეს, ჩუმი ზრახვა, მხოლოდ შენია,
პასუხად მინდა მხოლოდ იგივე;

დიდი ხანია არ მიწერია,
აქამდე არ მყავდა ადრესატი,
ბოლოს გიპოვნე, მე შენ გიპოვნე,
და ამ წერილით სიყვარულს გიხსნი...

16 April 2016

* * *

ისვ მყარად დგას შავი ხის ყუთი
იმიჯს შეიქმნის რომ მამაცია
მკაცრი დუმილით, დიდგვაროვნულად
მდუმარედ უცდის კარგ მელოდიას

მთვარიან ღამეს როცა მოიწყენს
სევდიან აკორდს მინორში უკრავს
ცივ კედლებს შორის გამოჭერილი
უფრო და უფრო მთლიან სახლს თრგუნავს

სულთა არმია აწყობს კარნავალს
მოხუცი ქვრივი ასრულებს მესას
ტირის სანთელი, სულ დაიღვენთა
ნისლმა ისურვა ჩვენთან სტუმრობა

16 February 2016

❄❄❄

ისევ ნაცრისფერ ფონს ჰქმნიდა მთვარე,
ისევ იდუმალ ნიავს ამცნო სათქმელი ჩუმად
ისევ ყრუ ტკივილს ქმნიდა ნეკნებში
ისევ ზუზუნით მიაპყრობდა ყურის ბარაბნებს

დილის ალიონს მიესალმა მთვარე მზის სხივებს
ხუთმა საათმა ასე გაძლო, ასე გასტანა
ორი პირქუში, მედიდური მეტოქის მზერამ
დრო გააჩერა, ირგვლივ აღძრა ინტრიგა მძაფრად

ამ დროს სიოა აზარტში შესული
სეკუნდანტობა დაუგეგმავს ისტორიული
ალმების ფრიალს დაემსგავს ბეხრეწი ნაძვი
მტვერის მოფანტვით ისევ შექმნა ახალი დარდი

აქვე ახლოს დანავარდობს თეთრი მერანი
თავი ჰგონია ისევ ლაღი, ისევ ცოცხალი
თითქოს მიწა ინძრა ძალზედ მალულად
ჭიანჭველების დედოფალი დათბილებულა

15 February 2016

❄❄❄

ნისლიან ღამეს მთვარემ მომითხრო,
ფოთლის შრიალით მებაასება,
ხე ტოტებს იმტვრევს, რითმებს აღმიძრავს,
უცხო პიესა მუზად მაწვება;

სუსხის მაგივრად ვიგრძნობ შეხებას,
ვცდილობ გავიცნო საფლავის მიწა,
თოტზე კაცია, თავი ყულფში აქვს,
გარემო გრგვინავს, ნესტის სუნია;

აბორგებულა დრო სტიქიონში,
თითქოს იღვიძებს, მაგრამ ჯერ ვერა,
გარმოს კაწრავს, ძილბურანშია,
ისე აჟრჟოლებს როგორც ცას ელვა;

გული ულბება, ისევ ხურდება,
მალე აღსდგება ფენიქსის სახით,
ახლიდან შექმნის მძლავ დინასტიას,
და მას იდუმალს, მე გავეცნობი...

14 July 2015

რაღაც-პათია

მე დავიკარგე ჩემს სტრიქონებში
ფსიქო-პათიას ვამჩნევ თვით სტროფებს
თითქოს ვმოქმედებ სურიალიზმში
სახე ეცლებათ თითქოს ჩემს მუზებს

გვირაბის ბოლოს სინათლე თვალს მჭრის
ჩემით გარდატეხს ფერებს შვიდ ფერად
სალვადორ დალი მუხლებზე არის
ბოდიშს იხდიდა ქრისტეს ჯვარცმასთან

პეიზაჟები ათასფერადი
კივილს შაკიკმა თავი ატკინა
და მონალიზამ ამ ცხელ ზაფხულში
ლუვრის კედლებში ყოფნა არჩია

მესა ბოლო ხმით ჩამესმის ყურში
ვგრძნობ, რომ საკუთარ პანაშვიდზე ვარ
კედლის საათში გუგული ბარტყობს
და სი ბემოლის სწავლა სწადია

კედლები დგანან მეფურ დუმილით
თან სანთელივით იღვენთებიან
ჭერი ქოლგას ჰგავს კოპლებიანი
მასზე გაისმის წვიმის წვეთის ხმა

ჩემმა სამყარომ სიმკვრივე იწყო
ჰაერში შიშვლად სერფინგით ვცურავ
მე ხელთ მეწიფა ყოველის მართვა
და გიანდერძებთ ჩემს მოქმედებას:

ცანო ცათანო და მისათვალნო
მიწაზე მხეცნო, ცაში ფრინველნო
მიწაში მატლნო, ზღვაში კი თევზნო
ცაში ვარსკვლავნო, მის გარეთ მტვერო

გიტოვებთ ცოდნას რომელსაც ვბოდავ
დაბრმავებული ვტოვებ ნაოფლარს
მიხედეთ ხალხებს რომელნიც ცოდავს
ჭკუა ასწავლეთ მეწყერით, ზვავით

გაუნადგურეთ პური, ხორბალი
გადაიტანეთ ბაქტერიები
აპოკალიფსის ოთხმა მხედარმა
შემოგვითვალა ჩვენთან სტუმრობა

23 December 2014

ავტო პორტრეტი

მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას,
ვერავინ მამჩნევს, ვინც ახლოს მიდგას,
მხოლოდ შორიდან მაქებენ მწვერვალს-
გრანდიოზულად მახინჯ არსებას;

ქვაბულის ბოღმის ცივ ტალახებთან
ბევრი ფრინველის ლეშს ვმალავ ჩუმად,
ლეშის მატლებით გულ მოწამლული.
სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მინდა;

როგორ სპეტაკად ჩაუსვიათ ლახვარი ჩემში
ხან არქეოლოგს, ხანაც კლდის მცოცავს;
როგორ სისხლიან ოფლს ღვრიან ჩემში
და გაუწმენდავს მიტოვებენ მე ჩემს შინაგანს;

მე ვარ ზღვის პირას არსებული კლდე მარტო სული,
რომლის ზედაპირს ამშვენიდეს მწვანე მინდორი,
რომლის შიგნიდან ნეშომპალით გამოტენილი
ისევ და ისევ ახალ სტუმარს მომიყვანს დრონი;

ზოგი მთა არის, რომ ვერ იპყრობენ,
ზოგიც პატარა, მწვანე ბორცვია,
მხოლოდ მე დავრჩი, უძლური მონა,
არემარესთან ჯაჭვი მაბია;

ხან ჩიტი მინდა ვყოფილიყავი-
დიდი სისწრაფით დავეცე მიწას,
ხანაც მგოსანი, ზღვის მუსიკაზე,
ტალღის რიტმზე რომ მემღერა ცოტა;

როდესაც ზღვიდან დაინახავთ კლდეში დიდ ქვაბულს,
როცა მოგინდეთ მასში შესვლა, მაგრამ ვერ ბედავთ,
წერაქვით ნუ სთხრით მისადგომელს ქვაბულისათვის,
რომ საძირკველმა არ დაგფაროდ ან არ დაგმარხოთ;

მე ვარ პოეტი, გარემოს ავღწერ,
კლდის წვერის ღრმულში დავიდე ბინა,
მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას,
ვერავინ მამჩნევს, ვინც ახლოს მიდგას...

05 November 2014

მეთერთმეტე მხეცი წრიდან


მე ვარ ალფა, და მე ვარ ომეგა
მე მეთერთმეტე მხეცი ვარ წრიდან
ხელში მიბრყრია პრომეთეს ცოდნა
მე დევკალიონს რომ დამაბარა

ბევრ ოფლებს ვღვრიდი, ყოველ დღე მისვლით
ჭრილობებს ვბანდი, რომ მოეყოლა,
რომ თქვენ მოკვდავნო, ზნე დაცემულნო
კარგი ამბები, რომ მომეყოლა

მაგრამ არ ისმენთ ჭკვიანის სიტყვას
მხოლოდ მათ უსმენთ ვინც რეგვენია
მხოლოდ ის მოგწონთ როცა ზარმაცობთ
თავზე, რომ იმხობთ ალკოჰოლიას

ყველას მოუნდა ცენტურად ჯდომა
გახრწნილი სულის განსადიდებლად
ყველას მოუნდა ლანძრვა, გინება
რომ თქვენში ბუდობს შავი დიდება

უჭკუო ჯარო, უმეცარებო
უნამუსოდ, რომ გამხდარხართ ტურა
უფრო მშიშრები, მხდალზე მხდალებო
თქვე ქვეშაფსია არამზადებო

06 July 2014

შეპირებული ტექსტი

უგულავა
ვინ__იქნება____ჩემს შემდგომად__მართლა არ ვი__ცი
0____ქალაქის__გასაღები________ჩაბარდება_____ვის?

ნარმანია
0_ნაცების____მოძრაობამ____რაგაგვიკე______თა
0_ცხრა წელი__ფანტანებს და_ასფალტს გვაჭმევ_და
0_ტურების___მელიების____არ გვეშინი______ა
0_მეგობრებო_მეგობრებო___თქვენი__ვარ____აუმ_თქვენი_ვარ

მელია
0_ცხრა წლის წინ_მე არ ვჩანდი_ახლა მოვე____დი
0_სიახლეებს____მარტო მე ვერ_გავუმკლავდე_ბი
0_შანსი თი_____მომეცება_____თქვენ ამას ნა__ხავთ
0_ნაცებზე______კარგს იტყვით_მთლიანად_აუმ_მთლიანად

ნარმანია
0_ხომ ნახეთ__შალვასთან რომ_თბილსი ვი_ცი
0_ეს მართლა_ გამაჩნია_ _____მე თბილისუ_რი
0_მელია_____თბილისელი___ნაღდად არ არ_ის
0_ხომხედავთ_ვინცავარ______რაცა ვარ_აუმ_ესა ვარ

13 August 2013

❄❄❄

ესე ამბავი კეთილი,
ზღაპარია თუ ნამდვილი
ცხენი სრიალებს დაფაზე,
გარშემო არის ვარსკვლავი

ყოვლის შემოქმედს მობეზრდა
მკვდარი ხის ნაჭრით თამაში
მან მოინდომა ენახა
ნამდვილი არსის ამბავი

პირველად იყო კოსმოსში სიტყვა
შემქმნელმა შექმნა მოკვდავთა მიწა
ბოროტ ანგელოზს აჩუქა ბედი
შთამომავლობის, ადამ და ევის;

უმორჩილებელ სკაში მცხოვრებლებს
არგუნა წარღვნა - სტიქია წყლისა
გაანადგურა ღმერთის მგმობელნი
სოდომ-გომორში და ბაბილონსა;

ღმერთმა ამოწმა თვისი შვილები,
გამოცდას უწყობს შვილით მოსაკლავს;
ისრაელების მამა მთავარი
გადურჩა სიკვდილს, ღმერთის განგებას;

მამის ბოლო ძე იმ თორმეტთაგან
ფარაონად არს ის წოდებული,
გადაარჩინა ხალხი კეთილი,
შვიდ საუკუნედ იქცა შვიდწლედი;

ტამპლიერობას რწმუნობს მასონი
ხალხს იმორჩილებს წაიყვანს თან გზად
თავისუფლებას აჩუქებს მონებს
და ზღვას გაუყობს ორ დიდ ნაწილად;

ახალი რასა აღთქმულ მიწაზე
მათ ქვეყანაში იშვა მესია
შრომას შეუდგა ახალი აღთქმა
და ელოდება მეორედ მოსვლას;

ფრანგმა მჭვრეტელმა ჭვრიტა დროება,
ასტროლოგებმა დათქვეს თარიღი
მერვე მოვლენამ, იისფერ რასამ
დრონი ამტკიცა უსასრულობის;

ქრისტეს შობამდე ორიათას წელს
მომკვდარა თურმე ვინმე ლაზარე
ქრისტეს შობიდან ორიათას წელს
ოცდამეერთეს აღებს ლაზარე...

21 December 2012

ფრანკენშტაინი

მე ვარ უბრალოდ ჩვეულებრივი,
ადამიანის სახით, სხეულით,
მათი ნაკლი მაქვს, მათი პლიუსი,
მაგრამ რატომღაც კარგს ვერ მამჩნევენ;

რატომ შემქმენი ასე ბოროტი,
ან/და ასეთი სულის პატრონი?
რატომ მომეცი კაცის გონება,
რატომ წამართვი კარგი ცხოვრება?

შენ ხარ შემქმნელი ამ ჩემი არსის.
რატომ გამირბის მე მუდამ ხალხი?
მეც ხომ მათსავით ვსუნთქავ და ვცოცხლობ,
მეც ხომ მათსავით მიფეთქავს გული?!.

მათ მე ჩამიკლეს გულში გრძნობები
და გამიღვიძეს შავი გეგმები,
თუნდაც მე და შენ რა განგვასხვავებს,
შენ ხარ ლამაზი, მე კი მაიხინჯი?!.

სწორედ ლამაზმა ამპარტავნებამ
მომიკლა გული და სიყვარული,
სულ, რომ დამცინით, თან, რომ მაჯავრებთ
სურვილად მექცა თქვენი ტალანტი

თქვენმა ტალანტმა მომცა მე კარგი,
აღარ მადარდებს რომ სულ ხართ ბრბონი,
მე კი თქვენგან ვარ განსხვავებული,
და მე არასდროს დაგემსგავსებით;

წყეულიც იყავთ თეთრნო და შავნო,
აღმოსავლეთო და დასავლეთო,
ნუ შემეხებით, მომშორდით ყველა,
ჩემგან გაგდევნით ლამაზმანებო;

წინააღმდგეგში დაგტანჯავთ ყველას,
ცოცხლად კოშმარი და ტკივილები,
მოგისპობთ ყველას იმ სილამაზეს,
რომელიც ერთ დროს მომისპეთ გულში.

26 March 2009

ბრძოლა წესების გარეშე

ეს არის თამაში, რომელიც ყველას თრგუნავდა,
გაუგებარ ცხოვრებაში დედამიწა ბრუნავდა,
რადგან ცხოვრება არის საშინელი თამაში
ამის მიხედვით შეიქმნა BattleField-ის თამაში;

ვისაც არასდროს უნახავს სისხლიანი ომები
მისთვის უნდა ითამაშოთ, რომ იქ იყოთ ლომები,
რადგან ამ ქვეყანაში არის ჯუნგლის კანონი
გათიშე და იბატონე, შენ შექმენი კანონი;

იტენება თოფები და თან ისმის სროლის ხმა,
ერთი კაცი ტყეში წევს და ისე კლავს ჯარისკაცს,
გაისროლა თოფმა ტყვია და გაისმა მასრის ხმა,
Sniper-ი ისევ წევს და ასე უცდის ახალ კაცს;

ვაი! ვაი! მიშველეო, ეს გაისმა საიდანღაც,
Medic-ი კი მიიჩქარის მისი მეგობარი კვდება ალბათ;
უნდა მოკლა ან მოგკლავენ, ეს ამ ომში მთავარია,
ყოველთვის ის გაიმარჯვებს ვინც ამ ომში ძლიერია;

რაღაცა, რომ ღუღუნებდა და თან ქარს მოაქროლებდა
ასიგნალებს ბოლო ხმაზე, მოვდივარო თან ყვიროდა;
ბახაბუხი, ტკაცატკუცი, Tank-ი ვაზნებს ისროდა,
ასე ბრძოლობს, გზაზე მირბის, ანადგურებს რაც გზად ხვდება;

Engineer-ი Tank-ს აკეთებს, Sniper-ი Tank-ში ჯდება,
Anti Tank-ი კი უმიზნებს, ბახ და უცებ აფეთქდა;
უცებ ცაში ხმა გავარდა და გამოჩნდა Albatross-ი,
ტყვიამფრქვევით და ჭურვებით გადაბომბა ყველაფერი;

ამ ამბის შემდეგ კიდე წამი აღარ გასულა,
კაცი მოკვდა, Tank-ი მირბის, ტყვიამფრქვევი ისროდა,
Bettier-ს კი რვა ბორბალით დესანტი გადაჰყავდა,
და ბალახში ნაღმზე მჯდომი ყუმბარით ფეთქთებოდა;

მოინიშნა ომის ველი ღაჟღაჟა ფერებით,
სამი კაცი, სამი ტყვია, სამიზნე ერთი არის,
სიჩუმე, დაძაბულობა, და ექსტრემიც მზად არის,
გაუთვალისინებელი ბახ და სამიზნე არ არის;

ქარი, ტყვიები, სიკვდილის მოსვლა,
ჯარს, რომ არ შესწევს მათი გაძლება,
მოჰკლეს დესანტი მფრენ აპარატურამ,
ერთია შანსი, ომის დაწყება.

27 June 2008

სიგელი


არქეო მტვერო, არქეო მიწავ,
შეგისუნთქავ და გადაგთხრი ვფიცავ
შესრულდეს უნდა წმინდათა ვალი -
აწმყოს შემორჩეს წასრსულის კვალი!

წინაპართ სულის ტკბილო ჰანგებო
კერამიკულო არტეფაქტებო,
დაგეძებ მზეში, წვიმა-ტალახში,
ნამოსახლარში, ყორღან-სამარხში!

გიპოვნი, ფრთხილად გაპრეპარირებ,
ამოგთხრი, გაგწმენდ, გარესტავრირებ.
თავის ქალაო, ჟამთა ზვარაკო,
მოდი კაცურად გელაპარაკო!

რაის ცოდვაა ჩემო იმანო
სუფთა ჰაერზე ამოგიყვანო!?
მიწად ქცეულო ძველო ნაშალო,
ნუთუ არ გინდა ფეხი გაშალო?

ფუნჯზე მკიდია პეტრე და პავლე,
თუ გინდ მეძახონ მე მესაფლავე,
თუნდ დამიხურონ კარი სამოთხის,
ჯოჯოხეთს ჩავალ? იქაც ამოვთხრი!!!

04 June 2008

❄❄❄

უაზრობაა მთელი სიცოცხლე
მოდიხარ, ძღები, ბოლოს კი კვდები
თუ კი დატოვებ შენს სახელს ქვეყნად
მარად იცოცხლებ შენ სხვის ფიქრებში

ამას ამბობდნენ ეგვიპტელები:
სიტყვები ქრება, ნაწერი რჩება
სიკვდილის შემდეგ თუ გაგიხსენეს
შენ დავიწყება არ გემუქრება

უნდა დატოვო ამ ქვეყნად კვალი
საიქიოსთვის გასამგზავრებლად,
რომ მოამზადო სასუფეველი
შემდეგ ცხოვრების გასაგრძელებლად.

29 May 2008

❄❄❄

მე უშენობას ვეღარ ავიტან
მორჩება ჩემი სიცოცხლე მწარედ
მაგრამ რა არის გენიალური
თუ არა წრფელი სიტყვების ჯახი

ამას ვწერ შენთვის რომ მოგიპოვო
როგორც ღარიბი თავის პურის ფულს
მე შენ თაყვანს გცემ ღვთაებრივ ასულს
როგორ იესო თავის მეუფეს

მე ვამბობ შენთვის წმინდათაწმინდას
სასიყვარულო იგავარაკებს
მე შენ მიყვარხარ და უშენობით
ვიწყევლი თავ ბედს და გაჩენის დღეს

რამ შემაყვარა ასეთი ტურფა,
როგორც საუნჯე ქვეყნიერების
ასეთი ნაზი, ულამაზესი
როგორც საუნჯე ოქროს ზოდებით

ამომავალ მზეს ჯულიეტას
შეშურდებოდა შენი თვალების
და დაგინდობდა მავრი ოტელო
დეზდემონა რომ ყოფილიყავი.

20 May 2008

❄❄❄

ვინსეტ ვან გოგმა ყური მოიჭრა
რომ დაემტკიცა თავისი საქმე
ამადეუსმა მოიკლა თავი
თავის ცხოვრების მელოდიაზე

მოჰკლეს ილია თვით ქართლის მტრებმა
და კეისარი რომის სარდლებმა
ორივე მეფე და დიდებული
უგვირგვინო თუ გვირგვინოსანი

30 April 2008

❄❄❄

შორეულ გზაზე, მთის მაღალ წვერზე
ცხოვრობს არწივი, ფრინველთა მეფე;
დაჰკივლა სიტყვა მეფურ ხმიანი
ბუნებამ მის შვილს რომ უანდერძა:

-ჰოი ლაჩარნო და სიტყვა მკვეხარნო
ღმერთმა რომ გარგუნათ ბედი კაცისა
დაზდევთ მოშიშართ, რომ გაგირბიან
და გაურბიხართ სიმართლის გზასა

ან შევეჯიბროთ აზრებში მაინც
მაგრამ იფიქრებთ ჩვენ კაცნი ვართო
ჯერ ერთს იფიქრებთ, მეორეს იტყვით
და კეთებისთვის დრო აღარ დაგრჩათ

რითი გვჯობიხართ ორფახა ნადირი
თავისუფლების მწყურვალ ფრინველებს?
ან გამარჯვებას მონატრებული
ერთხელ მოიგეთ და დღემდე აგებთ!

-აქ კი უეცრად, ცხოველთა მეფემ
დაიღრიალა, სიტყვა წარმოთქვა
კაცობრიობას ზურგზე რო აწევს
და პატიება არ შეიძლება

-როგორც პირუტყვი ან და ნადირი
რომ არ იკადრებს უფლის შეცოდვას
როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს
თავის ნაშიერს მიაგდებს არსად

ადამიანი თავის ნაშიერს
ნაშობელს თავის სიყვარულითა
ზიზღით უყურებს და თვითონვე კლავს
სიყვარულის ფიცს და ერთგულებას