სტატისტიკა

10 August 2019

❄❄❄

მეშინოდა, რომ მიყვარდებოდი,
მეშინია, რომ გითხრა მიყვარხარ,
მეშინია, რომ შენც შეშინდები,
მეშინია, რომ ჩემგან შორს წახვალ;

დიდი ხანია, რომ ვივიწყებდი,
დიდი ხანია მავიწყდებოდა,
დიდი ხანია, რომ არსად მითქვამს,
მე შენ მიყვარხარ, ან მსგავსი სიტყვა;

ახლა გამოვტყდი საკუთარ თავთან,
მსურს, რომ გამოვტყდე ახლავე სრულად,
მინდა გაგანდო, გაგიზიარო,
გულის ნადები, რომ გითხრა ჩუმად;

ჩურჩულით მინდა გითხრა - მიყვარხარ,
ჩურჩულით მინდა მითხრა ასევე,
ეს, ჩუმი ზრახვა, მხოლოდ შენია,
პასუხად მინდა მხოლოდ იგივე;

დიდი ხანია არ მიწერია,
აქამდე არ მყავდა ადრესატი,
ბოლოს გიპოვნე, მე შენ გიპოვნე,
და ამ წერილით სიყვარულს გიხსნი...

No comments:

Post a Comment

დაელოდეთ დადასტურებას!