სტატისტიკა

16 April 2016

* * *

ისვ მყარად დგას შავი ხის ყუთი
იმიჯს შეიქმნის რომ მამაცია
მკაცრი დუმილით, დიდგვაროვნულად
მდუმარედ უცდის კარგ მელოდიას

მთვარიან ღამეს როცა მოიწყენს
სევდიან აკორდს მინორში უკრავს
ცივ კედლებს შორის გამოჭერილი
უფრო და უფრო მთლიან სახლს თრგუნავს

სულთა არმია აწყობს კარნავალს
მოხუცი ქვრივი ასრულებს მესას
ტირის სანთელი, სულ დაიღვენთა
ნისლმა ისურვა ჩვენთან სტუმრობა

16 February 2016

❄❄❄

ისევ ნაცრისფერ ფონს ჰქმნიდა მთვარე,
ისევ იდუმალ ნიავს ამცნო სათქმელი ჩუმად
ისევ ყრუ ტკივილს ქმნიდა ნეკნებში
ისევ ზუზუნით მიაპყრობდა ყურის ბარაბნებს

დილის ალიონს მიესალმა მთვარე მზის სხივებს
ხუთმა საათმა ასე გაძლო, ასე გასტანა
ორი პირქუში, მედიდური მეტოქის მზერამ
დრო გააჩერა, ირგვლივ აღძრა ინტრიგა მძაფრად

ამ დროს სიოა აზარტში შესული
სეკუნდანტობა დაუგეგმავს ისტორიული
ალმების ფრიალს დაემსგავს ბეხრეწი ნაძვი
მტვერის მოფანტვით ისევ შექმნა ახალი დარდი

აქვე ახლოს დანავარდობს თეთრი მერანი
თავი ჰგონია ისევ ლაღი, ისევ ცოცხალი
თითქოს მიწა ინძრა ძალზედ მალულად
ჭიანჭველების დედოფალი დათბილებულა