სტატისტიკა

27 June 2008

სიგელი


არქეო მტვერო, არქეო მიწავ,
შეგისუნთქავ და გადაგთხრი ვფიცავ
შესრულდეს უნდა წმინდათა ვალი -
აწმყოს შემორჩეს წასრსულის კვალი!

წინაპართ სულის ტკბილო ჰანგებო
კერამიკულო არტეფაქტებო,
დაგეძებ მზეში, წვიმა-ტალახში,
ნამოსახლარში, ყორღან-სამარხში!

გიპოვნი, ფრთხილად გაპრეპარირებ,
ამოგთხრი, გაგწმენდ, გარესტავრირებ.
თავის ქალაო, ჟამთა ზვარაკო,
მოდი კაცურად გელაპარაკო!

რაის ცოდვაა ჩემო იმანო
სუფთა ჰაერზე ამოგიყვანო!?
მიწად ქცეულო ძველო ნაშალო,
ნუთუ არ გინდა ფეხი გაშალო?

ფუნჯზე მკიდია პეტრე და პავლე,
თუ გინდ მეძახონ მე მესაფლავე,
თუნდ დამიხურონ კარი სამოთხის,
ჯოჯოხეთს ჩავალ? იქაც ამოვთხრი!!!

04 June 2008

❄❄❄

უაზრობაა მთელი სიცოცხლე
მოდიხარ, ძღები, ბოლოს კი კვდები
თუ კი დატოვებ შენს სახელს ქვეყნად
მარად იცოცხლებ შენ სხვის ფიქრებში

ამას ამბობდნენ ეგვიპტელები:
სიტყვები ქრება, ნაწერი რჩება
სიკვდილის შემდეგ თუ გაგიხსენეს
შენ დავიწყება არ გემუქრება

უნდა დატოვო ამ ქვეყნად კვალი
საიქიოსთვის გასამგზავრებლად,
რომ მოამზადო სასუფეველი
შემდეგ ცხოვრების გასაგრძელებლად.

29 May 2008

❄❄❄

მე უშენობას ვეღარ ავიტან
მორჩება ჩემი სიცოცხლე მწარედ
მაგრამ რა არის გენიალური
თუ არა წრფელი სიტყვების ჯახი

ამას ვწერ შენთვის რომ მოგიპოვო
როგორც ღარიბი თავის პურის ფულს
მე შენ თაყვანს გცემ ღვთაებრივ ასულს
როგორ იესო თავის მეუფეს

მე ვამბობ შენთვის წმინდათაწმინდას
სასიყვარულო იგავარაკებს
მე შენ მიყვარხარ და უშენობით
ვიწყევლი თავ ბედს და გაჩენის დღეს

რამ შემაყვარა ასეთი ტურფა,
როგორც საუნჯე ქვეყნიერების
ასეთი ნაზი, ულამაზესი
როგორც საუნჯე ოქროს ზოდებით

ამომავალ მზეს ჯულიეტას
შეშურდებოდა შენი თვალების
და დაგინდობდა მავრი ოტელო
დეზდემონა რომ ყოფილიყავი.

20 May 2008

❄❄❄

ვინსეტ ვან გოგმა ყური მოიჭრა
რომ დაემტკიცა თავისი საქმე
ამადეუსმა მოიკლა თავი
თავის ცხოვრების მელოდიაზე

მოჰკლეს ილია თვით ქართლის მტრებმა
და კეისარი რომის სარდლებმა
ორივე მეფე და დიდებული
უგვირგვინო თუ გვირგვინოსანი