სტატისტიკა
08 August 2015
14 July 2015
რაღაც-პათია
მე დავიკარგე ჩემს სტრიქონებში
ფსიქო-პათიას ვამჩნევ თვით სტროფებს
თითქოს ვმოქმედებ სურიალიზმში
სახე ეცლებათ თითქოს ჩემს მუზებს
გვირაბის ბოლოს სინათლე თვალს მჭრის
ჩემით გარდატეხს ფერებს შვიდ ფერად
სალვადორ დალი მუხლებზე არის
ბოდიშს იხდიდა ქრისტეს ჯვარცმასთან
პეიზაჟები ათასფერადი
კივილს შაკიკმა თავი ატკინა
და მონალიზამ ამ ცხელ ზაფხულში
ლუვრის კედლებში ყოფნა არჩია
მესა ბოლო ხმით ჩამესმის ყურში
ვგრძნობ, რომ საკუთარ პანაშვიდზე ვარ
კედლის საათში გუგული ბარტყობს
და სი ბემოლის სწავლა სწადია
კედლები დგანან მეფურ დუმილით
თან სანთელივით იღვენთებიან
ჭერი ქოლგას ჰგავს კოპლებიანი
მასზე გაისმის წვიმის წვეთის ხმა
ჩემმა სამყარომ სიმკვრივე იწყო
ჰაერში შიშვლად სერფინგით ვცურავ
მე ხელთ მეწიფა ყოველის მართვა
და გიანდერძებთ ჩემს მოქმედებას:
ცანო ცათანო და მისათვალნო
მიწაზე მხეცნო, ცაში ფრინველნო
მიწაში მატლნო, ზღვაში კი თევზნო
ცაში ვარსკვლავნო, მის გარეთ მტვერო
გიტოვებთ ცოდნას რომელსაც ვბოდავ
დაბრმავებული ვტოვებ ნაოფლარს
მიხედეთ ხალხებს რომელნიც ცოდავს
ჭკუა ასწავლეთ მეწყერით, ზვავით
გაუნადგურეთ პური, ხორბალი
გადაიტანეთ ბაქტერიები
აპოკალიფსის ოთხმა მხედარმა
შემოგვითვალა ჩვენთან სტუმრობა
ლოკაცია:
Tbilisi, Georgia
11 June 2015
23 December 2014
ავტო პორტრეტი
მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას,
ვერავინ მამჩნევს, ვინც ახლოს მიდგას,
მხოლოდ შორიდან მაქებენ მწვერვალს-
გრანდიოზულად მახინჯ არსებას;
ქვაბულის ბოღმის ცივ ტალახებთან
ბევრი ფრინველის ლეშს ვმალავ ჩუმად,
ლეშის მატლებით გულ მოწამლული.
სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მინდა;
როგორ სპეტაკად ჩაუსვიათ ლახვარი ჩემში
ხან არქეოლოგს, ხანაც კლდის მცოცავს;
როგორ სისხლიან ოფლს ღვრიან ჩემში
და გაუწმენდავს მიტოვებენ მე ჩემს შინაგანს;
მე ვარ ზღვის პირას არსებული კლდე მარტო სული,
რომლის ზედაპირს ამშვენიდეს მწვანე მინდორი,
რომლის შიგნიდან ნეშომპალით გამოტენილი
ისევ და ისევ ახალ სტუმარს მომიყვანს დრონი;
ზოგი მთა არის, რომ ვერ იპყრობენ,
ზოგიც პატარა, მწვანე ბორცვია,
მხოლოდ მე დავრჩი, უძლური მონა,
არემარესთან ჯაჭვი მაბია;
ხან ჩიტი მინდა ვყოფილიყავი-
დიდი სისწრაფით დავეცე მიწას,
ხანაც მგოსანი, ზღვის მუსიკაზე,
ტალღის რიტმზე რომ მემღერა ცოტა;
როდესაც ზღვიდან დაინახავთ კლდეში დიდ ქვაბულს,
როცა მოგინდეთ მასში შესვლა, მაგრამ ვერ ბედავთ,
წერაქვით ნუ სთხრით მისადგომელს ქვაბულისათვის,
რომ საძირკველმა არ დაგფაროდ ან არ დაგმარხოთ;
მე ვარ პოეტი, გარემოს ავღწერ,
კლდის წვერის ღრმულში დავიდე ბინა,
მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას,
ვერავინ მამჩნევს, ვინც ახლოს მიდგას...
ლოკაცია:
Tskneti, Georgia
Subscribe to:
Comments (Atom)










