სტატისტიკა

17 May 2014

ქალაქი: დედა პლატა

      სისტემა, რომლის მეშვეობითაც 21-ე საუკუნეში და შემდგომ მოხდება ეკონომიკური კრიზისის არ არისებობა, ჩამოვაყალიბე ჩემს გონებაში. მე ვარ დავით გიორგო ბართაია!
      თავიდან როდესაც მომივიდა აზრად მსგავი თემა ვიფიქრე, რომ ამის თქმა არ ღირ, რადგანაც გავიჩენ როგორც უამრავ, მრავალ შესაძლებლობიან მტერს, ასევე შევქმნიდი უმუშევრობას, რომელსაც სამყაროშ ალტერნატივა არ ექნებოდა. გადავწყვიტე, რომ ხმა არ ამომეღო; მაგრამ სამყაროში როცა რაიმე ახალი უნდა ითქვას გარკვეულ მომენტში და არ იტყვის მთქმელი ამიტომაც ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ სხვას მოუვიდეს ეს აზრი თავში. ისააკი, ალბერტი ან თუნდაც პასკალი. ესენი არიან ადამიანების ის კატეგორია რომელიც შეგვიძლია დავყოთ ორ ქვე კატეგორიათ. ადამიანები, რომელთაც მოუვიდათ ეს აზრი, ან ადამიანები რომლებსაც მაშინ მოუვიდათ თავში გენიალური აზრი როდესაც ვიღაცას უკვე მოფიქრებული ჰქონდა მაგრამ ვერ მიეცა საშუალება იმისა, რომ სამყაროსთვის ეცნობებინა, ან დაეჯერებინა, ის რომ მათ მოიგონეს, ან თუნდაც მოხდა ის ფაქტი, რომ მათ ვერ გადმოსცეს თავიანთი აზრი გასაგებათ და ვერ განუმარტეს ხალხს. უამრავი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რომ თუ არ იარსებებდა კუ დღეს მიქელანჯელოს ტანკი არ ეოლებოდა სამხედრო სამსახურს, თუ არ იარსებებდა პიანინო, ვერ იარსებებდა მობილური ტელეფონი. თუ არ იარსებებდა საგზაო შუქნიშანი ვერ გაიხლიჩებოდა ატომი. ამიტომაც მე თქვენ გთავაზობთ ჩემს საკუთარ თავს გმომგონებლის ამპულაში.
      მეშინია, რათა ისევ არ წაართვან სამქალაქო პირებს მთავრობამ ან დაზვერვამ ხალი სისტემები, მეშინია ამ ქვეყნის უმუშევრებს არ მივუმატო მთელი მსოფლიო. მეშინია ვინმემ ბოროტს არ ჩაუვარდეს ხელში ეს სქემა. მეშინია ბილადენი ბუასთან არ ასოცირდებოდეს. ჩემი შიშია სამართლიანია და გატესტილი ამ სამყაროს დიქტატორებზე.
      ჩემი პირველი მტერი იქნება ყველა ის კომპანია (დიდი თუ პატარა), რომელიც უშვებს ტექნიკის ნაირსახეობებს. შემდგომ იქნებიან ნავთობ გადამამუშაებელი ქარხნები, ამას მოჰყვება სამხედრო საიდუმლო ბაზებში ჩემი არსების ინტერესი. მე მეშინია ხალხო.
      ეს არის სისტემა, რომლის დანერგვის შემთხვევაში, არასდროს დაგიჯდებათ მობილური ტელეფონი. ელექტრო მობილების სისტემა დაინერგება ყველა სატრანსპორტო საშუალებებში, კამერებირომლებიც შეუმჩნევლები გახდებიან, რათა მათ სადენი არ ექნეებათ, და მის მომხმარებელს ვერ მკაგნებთ. სასტუმრო ცათაბრჯენი რომელიც ელექტრო ენერგიის საფასურს აღარ გადაიხდის, ჰიდრო ელექტრო სადგურებში მუშები გაიფიცებიან რათა ხელფასები დაიწევს, წარმოიდგინეთ თითოეულმა თქვენთაგანმა რომ გქონდეთ ამის საშუალება?!. არ ასებობს ამის ალტერნატიუალი პროდუქცია მსოფლიო ეკონომიკის ბაზარზე და თან მუდმივათ მოთხოვნადია ეს. ეს დამღუპველია. ნუთუ მოვიდა იმს დრო, რომ კაპიტალისტებს შორის უბსკრული იყოს? ფუფუნებაში მყოფები, და ისინი ვინც მეტროს გვირაბებში ცხოვრბენ და ვირთხის ხორციც კი არ ჰოფნის ათ ოჯახს. ხალხო მეშინია. რას იზამდა ჩემს ადგილას ნებისმიერი თქვენთაგანი? ამას ხმამაღლა იტყოდა? რომელსაც მოკლავდნენ და მისი იდია ისევ სამხედროებს ექნებოდათ როგორც ინტერნეტი უნდა ყოფილიყო სამედრო საკონტაქტო ხაზი? ამ სისტემის აღქმა ყველას შეუძლია, ყველაზე უბედურსაც მაგრამ რატომ მე?

13 August 2013

13.08.2013




❄❄❄

ესე ამბავი კეთილი,
ზღაპარია თუ ნამდვილი
ცხენი სრიალებს დაფაზე,
გარშემო არის ვარსკვლავი

ყოვლის შემოქმედს მობეზრდა
მკვდარი ხის ნაჭრით თამაში
მან მოინდომა ენახა
ნამდვილი არსის ამბავი

პირველად იყო კოსმოსში სიტყვა
შემქმნელმა შექმნა მოკვდავთა მიწა
ბოროტ ანგელოზს აჩუქა ბედი
შთამომავლობის, ადამ და ევის;

უმორჩილებელ სკაში მცხოვრებლებს
არგუნა წარღვნა - სტიქია წყლისა
გაანადგურა ღმერთის მგმობელნი
სოდომ-გომორში და ბაბილონსა;

ღმერთმა ამოწმა თვისი შვილები,
გამოცდას უწყობს შვილით მოსაკლავს;
ისრაელების მამა მთავარი
გადურჩა სიკვდილს, ღმერთის განგებას;

მამის ბოლო ძე იმ თორმეტთაგან
ფარაონად არს ის წოდებული,
გადაარჩინა ხალხი კეთილი,
შვიდ საუკუნედ იქცა შვიდწლედი;

ტამპლიერობას რწმუნობს მასონი
ხალხს იმორჩილებს წაიყვანს თან გზად
თავისუფლებას აჩუქებს მონებს
და ზღვას გაუყობს ორ დიდ ნაწილად;

ახალი რასა აღთქმულ მიწაზე
მათ ქვეყანაში იშვა მესია
შრომას შეუდგა ახალი აღთქმა
და ელოდება მეორედ მოსვლას;

ფრანგმა მჭვრეტელმა ჭვრიტა დროება,
ასტროლოგებმა დათქვეს თარიღი
მერვე მოვლენამ, იისფერ რასამ
დრონი ამტკიცა უსასრულობის;

ქრისტეს შობამდე ორიათას წელს
მომკვდარა თურმე ვინმე ლაზარე
ქრისტეს შობიდან ორიათას წელს
ოცდამეერთეს აღებს ლაზარე...

18 July 2013

მუზა

   ადრეულ ასაკში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არქიტექტორის ხედვა მქონდა; გეომეტრიულ ფიგურებს ადვილად ვიმახსოვრებდი, მაგრამ სახელები მერეოდა ერთმანეთში, გონებით მონახაზებს ვაკეთებდი და ისე ვცემდი ალგებრის საგანს პასუხს მაგრამ ტაბულა სულ მეშლება დღემდე.
      მე ვცხოვრობ საქართველოში, კერძოდ თბილისში. მოსკოვის გამზირის 3-მე კორპუსში. კომუნისტების დროს ჩვენს უბანს უწოდებდნენ პრიზივნიკებს - ანუ სამხედრო გამწვევ პუნქტს. იქვე ახლოს იყო წარმოება ცხიმკომბინატი!
      ცხიმკომბინატის საწარმოს დახურვის შემდეგ იქ ხშირად დავდიოდი უბნის ბიჭებთან ერთათ. ერთხელ ერთ-ერთ საყრდენ ბოძზე შევნიშნე ვარდისფერი პასტელით დახაზული ფიგურა, რომელიც ჩემთვის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა...


      ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე გადავდიოდი იმ ძველ საწარმოში ჩუმად რომ შემესწავლა ეს შედევრი მაგრამ სულ მეშლებოდა.
      როგორც იქნა, ძლივსძლიობით მესამე კვირას მივაგენი ამ მონახაზის სამ მთავარ მიზეზს; ესენი იყო:

45, 90 და 180 გრადუსი. იმ დღის შემდეგ იმ ნახაზს წამებში ვხაზავდი და მოვინდომე, რომ ერთმანეთზე დამეწო ესეთი ნამდვილი ფიგურები, რისი შესაძლებლობაც მომცა ერთმა ჩვეულებრივმა უჯრებიანმა ფურცელმა.

      იმ დღის შემდეგ ჩემი მეგობრები გახდნენ ეს სამი გეომეტრიული გრადუსილი მაჩვენებლები!

21 December 2012

ფრანკენშტაინი

მე ვარ უბრალოდ ჩვეულებრივი,
ადამიანის სახით, სხეულით,
მათი ნაკლი მაქვს, მათი პლიუსი,
მაგრამ რატომღაც კარგს ვერ მამჩნევენ;

რატომ შემქმენი ასე ბოროტი,
ან/და ასეთი სულის პატრონი?
რატომ მომეცი კაცის გონება,
რატომ წამართვი კარგი ცხოვრება?

შენ ხარ შემქმნელი ამ ჩემი არსის.
რატომ გამირბის მე მუდამ ხალხი?
მეც ხომ მათსავით ვსუნთქავ და ვცოცხლობ,
მეც ხომ მათსავით მიფეთქავს გული?!.

მათ მე ჩამიკლეს გულში გრძნობები
და გამიღვიძეს შავი გეგმები,
თუნდაც მე და შენ რა განგვასხვავებს,
შენ ხარ ლამაზი, მე კი მაიხინჯი?!.

სწორედ ლამაზმა ამპარტავნებამ
მომიკლა გული და სიყვარული,
სულ, რომ დამცინით, თან, რომ მაჯავრებთ
სურვილად მექცა თქვენი ტალანტი

თქვენმა ტალანტმა მომცა მე კარგი,
აღარ მადარდებს რომ სულ ხართ ბრბონი,
მე კი თქვენგან ვარ განსხვავებული,
და მე არასდროს დაგემსგავსებით;

წყეულიც იყავთ თეთრნო და შავნო,
აღმოსავლეთო და დასავლეთო,
ნუ შემეხებით, მომშორდით ყველა,
ჩემგან გაგდევნით ლამაზმანებო;

წინააღმდგეგში დაგტანჯავთ ყველას,
ცოცხლად კოშმარი და ტკივილები,
მოგისპობთ ყველას იმ სილამაზეს,
რომელიც ერთ დროს მომისპეთ გულში.